ბათუმური ეზოები ტურისტულ ობიექტებად ვერც წელს იქცა

23 ივნისი 2020, 20:16 2470 ნახვა

ბათუმური ეზოები, რომლებიც ქალაქის ძველ იერსახეს ასახავენ და ტურისტულ ობიექტებად უნდა გარდაიქმნან. თუმცა შეჩერებული ტენდერების გამო, ეზოები ტურისტულ ობიექტებად ჯერ ვერ გადაიქცა. ტურიზმამდე კი მათი კეთილმოწყობა აწუხებთ ბათუმელებს. ეზოები თავის დროზე, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცენტრების განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეარჩიეს. ტენდერში გამარჯვებულს, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე ეზოებში კეთილმოწყობის სამუშაოებისა და შესაბამისი საქმიანობისთვის საჭირო ინვენტარის შესყიდვის ორგანიზება უნდა დაევალოს

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში