ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციის მოთხოვნა

06 ივლისი 2020, 18:21 2126 ნახვა

ევროპული საქართველოს ხულოს ორგანიზაციის წევრი სოფელ ქედლებში, თხილაძირის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციას ითხოვს. შენობის იატაკი, ფანჯრები და კარები დაზიანებულია. კახა დეკანაძის თქმით, შენობა შეხვედრებისთვის გამოიყენება, აქვე უნდა განთავსდეს საარჩევო უბანი, ამბობს, რომ შენობაში გადაადგინება საფრთხის შემცველია და მის რეაბილიტაციას ითხოვს.  ხულოს მერიაში ამბობენ, რომ რეაბილიტაციის პროექტი მზადაა, თუმცა საჭირო თანხები არ გააჩნიათ და ელოდებიან ბიუჯეტის კორექტირებას.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში