დააკავეს დედა, რომელმაც შვილზე ფიზიკურად იძალადა - შსს

07 ივლისი 2020, 10:23 3295 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ქალი, რომელმაც ოჯახში მცირეწლოვან შვილზე იძალადა. 

საქმე ეხება ხელვაჩაურში გუშინ მომხდარ ინციდენტს - დედა 9 წლის გოგოს ფიზიკურად გაუსწორდა.

ამ ეტაპზე 9 წლის გოგონა სახელწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფება, მასთან ფსიქოლოგი იმუშავებს. კიდევ 2 არასრულწლოვანზე რომელიც ამავე ოჯახის წევრები არიან, ბიოლოგიური მამა იზრუნებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში