6 თვეში გარემოსდამცველებმა 4121 სამართალდარღვევა გამოავლინეს

13 ივლისი 2020, 11:41 1303 ნახვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, 2020 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, საქართველოში 4 121 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლინდა. მათგან 224 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ყველაზე მეტი ფაქტი ნარჩენებით გარემოს დაბინძურებას ეხება. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის 1002 დარღვევა გამოავლინეს.

6 თვის განმავლობაში, ასევე გამოვლენილია ტყის კანონმდებლობის დარღვევის 942, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 619, სახერხის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 206, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის 290, წიაღის კანონმდებლობის დარღვევის 241, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის 561, წყლის კანონმდებლობის დარღვევის 75, მიწის კანონმდებლობის დარღვევის 59 ფაქტი.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი, 1047 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოავლინეს.

შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ კი 16 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა დაფიქსირებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში