დღეს ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების 95%-მდე გამოცხადდა - გამოცდების ცენტრი

15 ივლისი 2020, 12:40 1391 ნახვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს მათემათიკის გამოცდაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 95%-მდე  გამოცხადდა. მათივე თქმით, არ ყოფილა გამოცდაზე დაგვიანების არც ერთი შემთხვევა.

ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები ბიოლოგიის გამოცდით გაგრძელდება. ჯანდაცვის მიმართულებებზე ბიოლოგია წელს სავალდებულო საგანია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, გასწორების პროცესი ყველა პროცედურის შესაბამისად დაიწყო. შედეგების გამოქვეყნება, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანვე, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი