შეჭრა ქობულეთის მერიაში

16 ივლისი 2020, 20:10 1432 ნახვა

ქობულეთის მერიასთან საპროტესტო აქციის 2 მონაწილეს მირიან ქათამაძე შეხვდა და ამის შემდეგ შეკრებილები  დაიშალნენ. თვითმმართველობასთან, დღეს, სტატისტიკის სამსახურის ყოფილ შენობაში თვითნებურად შესახლებულები შეიკრიბნენ, რომლებსაც სავარაუდოდ გამოსახლებას უპირებენ. სოციალურად დაუცველი ოჯახების ყვებიან, რომ შენობა, სადაც ცხოვრობენ  ეკონომიკის სამინისტროსგან აუქციონის წესით, ქობულეთის საკრებულოს დეპუტატმა მალხაზ რომანაძემ იყიდა, რომელიც მათ    არჩევნების შემდეგ შენობიდან გამოსახლებით ემუქრება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში