იყო თუ არა დაპირისპირება ხულოს მერიაში

31 ივლისი 2020, 12:05 1841 ნახვა

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  ანზორ ბოლქვაძე ტყუილს უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც  ხულოს მერის  კაბინეტში  ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ანზორ ბოლქვაძე და ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს თამაზ აბაშიძეც, ამბობს, რომ არანაირი დაპირისპირება არ მომხდარა, თქვა, რომ ის გუშინ ალპურ ბაღში დაეცა და დაზიანებები სწორედ იქ მიიღო. გავრცელებულ ინფორმაციას კი ''ნაციონალური მოძრაობის'' მიერ დადგმულ პროვოკაციად აფასებს. 

ასევე უარყოფს რაიმე სახის დაპირისპირებას საკუთარ კაბინეტში ხულოს მერი, ვახტანგ ბერიძეც. ხულოს საავადმყოფოს  მენეჯერმა კი დაადასტურა, რომ თამაზ აბაშიძემ კლინიკას მიმართა. მისი თქმით, მას თვალბუდის დაზიანება ჰქონდა და გაეწია სამედიცინო დახმარება, რომლის შემდეგაც მედიკოსის თქმით, აბაშიძემ  კლინიკა  გუშინვე დატოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში