,,ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“

01 აგვისტო 2020, 12:28 1253 ნახვა

,,ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტი რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებდა  მოხალისე ტრენერებმა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ 83 სოფელში, 88 ტრენინგი ჩაატარეს და საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია 1700-მდე მონაწილეს მიაწოდეს.

პროექტი ორ ეტაპს მოიცავდა: მონაწილეთა გადამზადებას და გადამზადებული მონაწილეების მიერ მოხალისეობრივ საფუძველზე შეხვედრების ჩატარებას - სკოლის ადმინისტრაციასთან, მასწავლებლებთან, სტუდენტებთან, თემის ლიდერებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში.შემაჯამებელ ღონისძიებაზე გაიმართა დისკუსიაც თემაზე „საქართველოს ევროპული არჩევანი და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში