ინფრასტრუქტურული  პროექტები 

01 აგვისტო 2020, 15:04 1636 ნახვა

შუახევში, დაბის განვითარების პროექტის ფარგლებში,  ინფრასტრუქტურული სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რაც  ქუჩების კეთილმოწყობას გულისხმობს. კეთდება საყრდენი კედლები, სანიაღვრე არხები, საფეხმავლო ბილიკი. პროექტით გათვალისწინებულია  დასასვენებელი პარკისა  და ეზოების კეთილმოწყობაც,  ასევე გარე განათების მონტაჟი.  

გარდა ამისა, ზამლეთი-ხიხაძირის მიმართულებით საავტომობილო გზას რეაბილიტაცია უტარდება. ამ  გზით ხულოს მუნიციპალიტეტი სხალთის ხეობას უკავშირდება, რაც ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში