„მეტამორფოზის   გენეზისი“ -ეკავი კორულის  პერსონალური გამოფენა     

01 აგვისტო 2020, 18:12 2581 ნახვა

„მეტამორფოზის  გენეზისი“ - აჭარის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა გაიხსნა.  ექსპოზიციაზე  წარმოდგენილი ნამუშევრები  მხატვარსა და მწერალ  ეკავი კორულის ეკუთვნის.  ტილოები ზეთშია შესრულებული და თემატურად  ადამიანის მეტამორფოზას ასახავს.  ნამუშევრები ძირითადად   ავტოპორტრეტის ხასიათს ატარებს, თუმცა მაყურებელს მათში სხვადასხვა სახის  დანახავა შეეძლება, სწორედ ამიტომ დაერქვა გამოფენას „მეტამორფოზის გენეზისი“.

ეკავი კორულის პერსონალური გამოფენის დათვალიერება მსურველებს ხელოვნების მუზეუმის გალერეაში  8 აგვისტოს ჩათვლით  შეეძლება. ტილოები ბათუმშია შესრულებულია  და ხელოვანის  მეუღლეს ეძღვნება. ცნობისთვის კორული პირველი ქართველი მწერალია, რომლის სახელი ინგლისის მწერალთა კატალოგშია შესული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში