ბათუმის "დინამოს" 14 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა - საქართველოს ეროვნულ ლიგა

03 აგვისტო 2020, 10:57 1862 ნახვა

საქართველოს ეროვნულ ლიგაში მეერვე ტურის შეხვედრები გაიმართა. ბათუმის "დინამომ" საკუთარ მოედანზე "სამტრედია" მიიღო და 2-0 დაამარცხა.

ანგარიში 36-ე წუთზე ვაგნერ გონსალვეშმა გახსნა. 93-ე წუთზე კი გაფრინდაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

8 ტურის შემდეგ გია გეგუჩაძის გაწვრთნილ "დინამოს" 14 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზე იმყოფება. ეროვნულ ლიგის ცხრილში სიტუაცია დაიძაბა. 8 ტურის თავზე პირველ ადგილზე 16 ქულით გორის "დილაა", 15 ქულით მეორე ადგილს თბილისის "დინამო" იკავებს. შემდეგ შეხვედრას ბათუმელები გასვლაზე საჩხერის "ჩიხურასთან" 9 აგვისტოს გამართავენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი