გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი რვა ქვეყნის ერთობლივი განცხადება - შეფასებები

06 აგვისტო 2020, 10:09 1052 ნახვა

2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე. 

შეხვედრის  დასრულების შემდეგ, საქართველოსთან დაკავშირებით ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ნორვეგიისა და ირლანდიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა. საბჭოს წევრი რვა ქვეყანა  მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების განგრძობადი ყოფნა  კი საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ასევე, რუსეთის მიერ ამ რეგიონების ე.წ. სუვერენიტეტის აღიარება არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს, ისევე როგორც საერთაშორისო წესრიგის ნორმებს. ბორდერიზაციის პროცესის გამო  კი  შეშფოთებულები არიან.

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაეროში   მიღებული გადაწყვეტილება შეაფასეს ოფიციალურ თბილისში. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მეგობარ ქვეყნებს მადლობა გადაუხადა მოწოდებისთვის, რომელიც რუსეთს,  2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ეხება.  

ზალკალიანის ინფორ,აციით, საქართველო აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან ამ საკიტხზე თანამშრომლობას. ოპოზიციის განცხადებით ასეთი მხარდაჭერა  დეოკუპაციის პირობებში მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ფიქრობენ, რომ  დეოკუპაციისთვის   საქართველოს  მთავრობამ უფრო ეფექტურად უნდა იმუშავოს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში