საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან საქართველოს დაკავშირება საფუძველს მოკლებულია

06 აგვისტო 2020, 10:24 1547 ნახვა

ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებასთან  დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ 7 წლის წინ საქართველოში დატვირთული გემისა და აფეთქების  ერთმანეთთან დაკავშირება უსაფუძვლოა. 

მინისტრი ფიქრობს, რომ  ამ შემთხვევაში ექსპორტიორი ქვეყანა ვერ აგებს პასუხს. ბეირუტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომაც, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს რაიმე ფორმით დაკავშირება მომხდართან  ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. განცხადებაში აღნიშნულია რომ ტვირთის გადაზიდვის, დამუშავების და დასაწყობების ტექნოლოგიები მიმღები სახელმწიფოს კომპეტენციაა და არა ექსპორტიორი სახელმწიფოსი.

ხაზგასასმელია, ის გარემოებაც, რომ ტვირთი გაგზავნილია 2013 წელს, ხოლო მის შენახვასთან დაკავშირებული ინციდენტი მოხდა 2020 წელს. საქართველოს ნავსადგურების უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაზე შემოწმება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ხორციელდება საერთაშორისო შემოწმებებით, ხოლო ყოველწლიურად ნავსადგურებს უტარდებათ კომპლექსური შემოწმება. 

 საქართველოს ნავსადგურები და ნავსადგურებში წარმოებული სატვირთო ოპერაციები სრულად შეესაბამება მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს. - ნათქვამია  განცხადებაში.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში