ახალგაზრდების დასაქმება აჭარაში

06 აგვისტო 2020, 20:45 1779 ნახვა

ნაციონალური მოძრაობა აჭარის მთავრობას ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ მთავრობამ ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა, სადაც 160 ათას 700 ლარი ახალგაზრდების დასაქმების პროგრამაზე გაიწერა. პარტიაში ვარაუდობენ, რომ წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდის პარტიულ აქტივს დაასაქმებენ. პროექტის პოლიტიკურ მიზნებს გამორიცხავენ ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრში. მათი განცხადებით, პროგრამა “წითელ ჯვართან “ თანამშრომლობით ხორციელდება და მისი მიზანი კოვიდ19-ის რეკომენდაციების გავრცელებაა.

პროექტში 180 მოხალისის ჩართვა იგეგმება, ყოველდღიური ათ ლარამდე ანაზღაურებით. ალექსანდრე დავითაძის თქმით, ეს არა ხელფასი, არამედ ახალგაზრდების წახალისებაა და თანხა კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯებისთვისაა გათვალისწინებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში