ღია გაკვეთილი - "წყალი ჩვენი სიცოცხლეა" სკოლა-სტუდია "მონპარნასში" ჩატარდა
25, თებერვალი 2010 წ.

სკოლა-სტუდია "მონპარნასში" წყალი ჩვენი სიცოცხლეა" თემაზე მიძღვნილი ღია გაკვეთილი ჩატარდა.
თითქმის ერთსაათიანი მასტერ-კლასით ბავშვებთან ერთად კიდევ ერთხელ გაკეთდა აქცენტი წყალზე, მის სასიცოცხლო მნიშვნელობასა და გლობალურ პრობლემებზე, რომელიც წყლის არამიზნობრივად გამოყენებასთან დაკავშირებით არსებობს.
ღია გაკვეთილი "წყალი ჩვენი სიცოცხლეა" ბათუმის წყლის, საკონსულტაციო კომპანია "მაქსისა" და მერიის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. აქცია ორგანიზატორების მიერ 25 დეკემბერს დაიწყო და ბათუმის ყველა ბაღს წყლის თემაზე შექმნილი სპეციალური პოსტერები გადაეცათ.
დღესვე პროექტის ფარგლებში სკოლა-სტუდია "მონპარნასის" მესამე კლასის მოსწავლეებს სპეციალური მხატვრული ლიტერატურა და სასწავლო ინვენტარი დაურიგდათ.
სტუმრებმა ბავშვებს პირობა მისცეს, რომ მოეწყობა სპეციალური ექსკურსია ჩაქვის წყალსაცავზე, სადაც მათ პროფესიონალები ტრენინგებს ჩაუტარებენ.










