აჭარის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი დღეს ესპანეთში, 24-ე ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.
1-5 აგვისტოს ბასკეთში ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ფოლკლორული ფესტივალი ეწყობა. აჭარი სახელმწიფო ანსამბლმა მოწვევა ესპანეთის ცეკვის აკადემიისგან მიიღო.
5 დღის განმავლობაში აჭარის ანსამბლი საქართველოს ყველა კუთხის ცეკვებს წარმოადგენს. მოცეკვავეებთან ერთად ფესტივალზე ბენდიც გაემგზავრა, რომელიც ფოლკლორულ ნიმუშებს წარმოადგენს.
|