გართობის ახალი ცენტრი ქალაქგარეთ დასვენების მსურველებისთვის - ხელვაჩაურში დღეს რესტორანი "თამარის სამეფო" გაიხსნა. მის მშენებლობაში ნახევარი მილიონი ინვესტიცია განხორციელდა.
სოფელ ერგეში მდებარე ობიექტში 50-მდე ადამიანი დასაქმდა. 300 პერსონაზე გათვლილი რესტორანი თავისი საკალმახეებით, თონეთი და სამწვადეებით - მსურველებს ტრადიციულ ქართულ სამზარეულოს სთავაზობს.
რესტორნის პირველი სტუმარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო.