AdjaraTV http://site.ajaratv.ge/rss Georgian <![CDATA[საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ელჩი ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტში დაიბარეს, სიმართლეს არ შეესაბამება]]> ajaratv.ge/article/131448 https://www.adjaratv.ge/rss საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგში დაიბარეს.

მათივე ცნობით, ელჩი, კომპეტენციის ფარგლებში, რეგულარულად მართავს შეხვედრებს გერმანულ მხარესთან.

„ელჩის დაბარების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ელჩი, კომპეტენციის ფარგლებში, რეგულარულად მართავს შეხვედრებს გერმანულ მხარესთან, მათ შორის ბუნდესტაგში, ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა თემაზე. დაინტერესების შემთხვევაში, ასევე უზიარებს გერმანულ მხარეს ინფორმაციას მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

]]>
Thu, 18 Apr 2024 21:52:11 +0400
<![CDATA[ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან]]> ajaratv.ge/article/131447 https://www.adjaratv.ge/rss საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს, ლუის ბონოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილ რთულ ვითარებაზე. განხილულ იქნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის დინამიკა და ამ კონტექსტში აღინიშნა აშშ-ს და პირადად ლუის ბონოს პოზიტიური ჩართულობა პროცესში.
ხაზი გაესვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის მედიაციით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მიერ შესრულების აუცილებლობას.

ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ლუის ბონოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და იმ მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, იჩენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით.

]]>
Thu, 18 Apr 2024 21:35:41 +0400
<![CDATA[საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს]]> ajaratv.ge/article/131446 https://www.adjaratv.ge/rss საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირი, შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 17 აპრილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებით, – ამის შესახებ აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადებაში საფრანგეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ინიციატივა ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი და აცხადებს, რომ ჩარევის ბრალდებები, რომელთა "სამიზნეა ეს უკანასკნელი, მიუღებელია".

„საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, კონცენტრირება მოახდინოს ყველა იმ ღონისძიების დაუყოვნებლივ განხორციელებაზე, რომელიც აუცილებელია საქართველოს ევროპული გზის გასაგრძელებლად, რომლის მიმართაც ქართველმა ხალხმა გამოავლინა თავისი ღრმა ერთგულება საფრანგეთი დგას საქართველოს გვერდით ამ რთულ გზაზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

]]>
Thu, 18 Apr 2024 21:29:19 +0400
<![CDATA[როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ კიდევ ორი ყოფილი სპეცრაზმელი და საქმის ყოფილი გამომძიებელი დამნაშავედ ცნო]]> ajaratv.ge/article/131445 https://www.adjaratv.ge/rss თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის, როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ კიდევ ორი ყოფილი სპეცრაზმელი ცნო დამნაშავედ.

მკვლელობის მუხლით ბრალდებულ ყოფილ სპეცრაზმელს, თემურ მგელაძეს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თემურ მგელაძე საპატიმრო დაწესებულებას ორ თვეში დატოვებს, რადგან თითქმის ათი თვეა, პატიმრობაში იმყოფება. მგელაძემ აღიარა შავაძის მკვლელობა, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოში სხვა ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

რაც შეეხება მეორე ყოფილ სპეცრაზმელს, რომელიც სასამართლომ შავაძის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ, ზვიად ნურიძემ ასევე აღიარა შავაძის მკვლელობა, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ჩვენება მისცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სხვა ბრალდებულების წინააღმდეგ და მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ორი სპეცრაზმელის გარდა, საპროცესო შეთანხმებით გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა მოსამართლემ შავაძის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სულიკო ვარშანიძის მიმართაც. მას ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რომელიც უკვე მოხდილი აქვს.

რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, რომლებმაც დანაშაული არ აღიარეს, მათ შორის აჭარის კუდ-ის ყოფილ უფროსს, თეიუმურაზ პატარიძეს და ყოფილ სპეცრაზმელს, გიორგი არაბულს, მათ საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ ხვალ გამოცხადდება.

მანამდე ორი ბრალდებულის – ყოფილი სპეცრაზმელისა და აჭარის კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს და მათ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ორი ბრალდებულის საქმე, რომლებიც გვიან დააკავეს ჯერ კიდევ გამოძიებაშია.

]]>
Thu, 18 Apr 2024 21:20:37 +0400
<![CDATA[მთავარი სპორტში]]> ajaratv.ge/article/131444 https://www.adjaratv.ge/rss მთავარი სპორტში

]]>
Thu, 18 Apr 2024 20:41:23 +0400
<![CDATA[გენდერული კვოტირების გაუქმებას პრეზიდენტმა ვეტო დაადო]]> ajaratv.ge/article/131443 https://www.adjaratv.ge/rss პრეზიდენტმა ქალთა კვოტირების გაუქმების კანონპროექტსაც დაადო ვეტო. სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებით, უქმდება ქალთა კვოტირების სავალდებულო წესი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ქალთა კვოტირების გაუქმებას პარლამენტმა ორი კვირის წინ დაუჭირა მხარი. ცვლილების მომხრე 85, კი 22 დეპუტატი იყო.

]]>
Thu, 18 Apr 2024 20:33:07 +0400
<![CDATA[უმაღლესი საბჭოს დეპუტატების შეფასება]]> ajaratv.ge/article/131442 https://www.adjaratv.ge/rss უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ „ კანონპროექტი შეაფასეს დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში. მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს, როგორც ოპოზიციის, ისე „ქართული ოცნების“ წევრებმა. ყველაზე მწვავედ კანონპროექტი მედეა ვასაძემ შეაფასა. მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდის ინიციატივა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს არღვევას და ეწინააღმდეგება ქვეყნის მთავარ კანონს. ის რუსულია - ამბობს მედეა ვასაძე, რომელსაც არ ეთანხმებიან კოლეგები მმართველი გუნდიდან. ისინი ირწმუნებიან, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მხოლოდ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების დაფინანსებას ეხება და მსგავსი კანონი ბევრ ქვეყანაში მოქმედებს. უმაღლესი საბჭოს წევრებმა განცხადებები სხდომაზე გააკეტეს. სხდომას არ ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები.

]]>
Thu, 18 Apr 2024 20:26:32 +0400
<![CDATA[პროტესტი „უცხოური გავლენის“ კანონპროექტზე]]> ajaratv.ge/article/131441 https://www.adjaratv.ge/rss უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, რომელიც მეოთხე დღეა საქართველოში პროტესტის მთავარი მიზეზია. რა გამოხმაურებები მოჰყვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებას, რას ამბობს საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო მედიასთან და როგორ ფასდება კანონპროექტი საერთაშორისო ასპარეზზე, დეტალები ქეთი ჭყონიას რეპორტაჟში.

]]>
Thu, 18 Apr 2024 20:15:32 +0400
<![CDATA[აქციაზე დაკავებულების სასამართლო]]> ajaratv.ge/article/131440 https://www.adjaratv.ge/rss “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გაპროტესტებისას დაკავებულთა სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში - ირაკლი კუპრაძის სასამართლო პროცესი გადაიდო. მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება.

]]>
Thu, 18 Apr 2024 20:05:55 +0400
<![CDATA[ვუერთდებით ევროპელ მოკავშირეებს და მოვუწოდებთ საქართველოს, არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება მოქალაქეების უმრავლესობის სურვილს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ - მეთიუ მილერი]]> ajaratv.ge/article/131439 https://www.adjaratv.ge/rss ვუერთდებით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს და მოვუწოდებთ საქართველოს, არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს ევროკავშირში სრული ინტეგრაციის შესახებ, – ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ჩვენ ღრმად ვართ იმედგაცრუებული საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, წინ წაწიოს კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობა. როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამ კანონის მიღებამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე. ვუერთდებით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს და მოვუწოდებთ საქართველოს, არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს ევროკავშირში სრული ინტეგრაციის შესახებ.

საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ემსახურება თავის მოქალაქეებს და მუშაობს საქართველოს ეკონომიკის გასაუმჯობესებლად. მიღების შემთხვევაში, ინიცირებულმა კანონმდებლობამ შესაძლოა, შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, მოახდინოს ორგანიზაციების სტიგმატიზაცია, რომლებსაც ეს სარგებელი მოაქვთ საქართველოს მოქალაქეებისთვის და შეაფერხოს დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ, რომ ქართველებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი. კრემლის მიერ შთაგონებული ასეთი კანონმდებლობა არ არის სათანადო, თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვან მშვიდობიანი შეკრების უფლება“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

]]>
Thu, 18 Apr 2024 19:24:55 +0400
<![CDATA[აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის „მინისტრის საათი“ უმაღლეს საბჭოში]]> ajaratv.ge/article/131438 https://www.adjaratv.ge/rss მინისტრის საათის ფორმატში აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოუსმინეს. ჯაბა ფუტკარაძემ დეპუტატებს, უწყების 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო. მისი ინფორმაციით, გასული წელი რეგიონისთვის ეკონომიკურად აქტიური და წარმატებული იყო. ამბობს, რომ გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და 96 მილიონი დოლარი შეადგინა. უცხოელ ტურისტთა გაზრდილ სტატისტიკაზეც ისაუბრა და მას ადგილობრივიც დაამატა, ჯამში აჭარა გასულ წელს, 4 მილიონ 600 ათასმა ტურისტმა მოინახულა. ჯაბა ფუტკარაძემ ის პროექტები და აქტივობებიც მიმოიხილა, რომლებსაც სხვადასხვა სამინისტრო ახორციელებს. მოხსენების შემდეგ მინისტრს დეპუტატებმა შეკითხვები დაუსვეს, მათ შორის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სტიქიით დაზარალებულებზე. ოპოზიციონერი დეპუტატი მედეა ვასაძე დაინტერესდა, რატომ პატიოებს მთავრობა კომპანიებს მილიონობით პირგასამტეხლოს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის საათს არ ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები.

]]>
Thu, 18 Apr 2024 18:17:56 +0400
<![CDATA[სადავო ცვლილება საგადასახადო კოდექსში]]> ajaratv.ge/article/131437 https://www.adjaratv.ge/rss ცვლილებები საგადასახადო კოდექსში მეორე მოსმენით მიღებულია. ინიციატივის მიხედვით, დაბეგვრისგან გათავისუფლდებიან ოფშორულ ქვეყნებში რეგისტრირებული შეღავათიანი დაბეგვრის მქონე საწარმოები, თუ მათ საქართველოში გადმოიტანენ. ოპოზიციისთვის გაუგებარია კონკრეტულად რა მიზანს ემსახურება კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება. ხელისუფლების ოპონენტები ეჭვობენ, რომ ეს გადაწყვეტილება კონკრეტული ადამიანის ინტერესებს არის მორგებული. უმრავლესობა კი ამბობს, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს და ყველა დეტალი გამჭვირვალე იქნება.

]]>
Thu, 18 Apr 2024 18:08:26 +0400