ევროპარლამენტის დელეგაციის წევრები საოკუპაციო ზოლთან იმყოფებოდნენ

21 ივლისი 2022, 14:50 764 ნახვა

ევროდეპუტატები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, მისიის ხელმძღვანელმა თავდაპირველად სტუმრებს გააცნო სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ განვითარებული უსაფრთხოების უახლესი მოვლენები.

„დელეგაცია შემდეგ გაემგზავრა ოძისში, სადაც შეძლო საკუთარი თვალით დაენახა „ბორდერიზაციის“ დამახასიათებელი ნიშნები.

დამკვირვებლებმა განმარტეს, თუ რამდენად უარყოფითად აისახა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე მიმდინარე „ბორდერიზაცია“ და ოძისის გადაკვეთის პუნქტის რეგულარული გადაადგილებისთვის დახურვა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში