„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“

22 ივლისი 2022, 11:04 530 ნახვა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ გაიხსნა .  მასში სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

მომხსენებლები  ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესსა და მასში არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო  სექტორის, მედიისა და საერთაშორისო ინსტიტუტების როლზე ისაუბრებენ.

ხუთი დღის განმავლობაში მსმენელები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემას, მიმდინარე რეფორმებს გაეცნობიან.

კურსი  გასვლით ღონისძიებებსა და კრიზისული მდგომარეობის ამსახველ სიმულაციურ თამაშებსაც მოიცავს.

„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი” სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და საქართველოში ყოველწლიურად  2012 წლიდან ტარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში