ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება

22 ივლისი 2022, 14:03 747 ნახვა

პროკურატურამ კიდევ ერთი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.  უწყების ინფორმაციით, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მოიპოვეს ახალი მტკიცებულებები და შეისწავლეს საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები.

ახალი გამოძიების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის ანალიზის საფუძველზე, სიმონ გაბრიელაშვილის მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი გამოირიცხა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 3 ივნისის განაჩენით,  კი სიმონ გაბრიელაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ  და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.

იმავე განაჩენით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა   ბინა  როგორც დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მიღებული ქონება.  პროკურატურა მიმართავს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით.

საქმეზე გამამართლებელი განაჩენის მიღების შემთხვევაში  სიმონ გაბრიელაშვილს მიეცემა სამართლებრივი საშუალებები, რათა დაიბრუნოს გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული უძრავი ქონება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში