საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ

25 ივლისი 2022, 11:27 908 ნახვა

‘’საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ’’ – ბათუმში მე-6 საერთაშორისო კონფერენცია  გაიხსნა. შეხვედრაზე კერძო და საჯარო სექტორი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მექანიზმებზე მსჯელობენ, ასევე განიხილავენ კონკრეტულ მაგალითებს და საერთაშორისო გამოცდილებას  ბრენდების დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით. ორდღიანი კონფერენციის ორგანიზატორი საქპატენტი და ამერიკის შეეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების  პროგრამაა. განხილვის მთავარი თემა კი ინტელექტირული საკუთრების დაცვის მიმართულებით ფარმაცევტულ, ასევე  ავტო და ტექსტილის ინდუსტრიაში არსებული გამოწვევებია.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში