არაგადამდები დაავადებები კონფერენცია

25 ივლისი 2022, 14:40 864 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტრომ და საპარლამენტო კომიტეტმა არაგადამდებ დაავადებათა საინვესტიციო პაკეტისა და ფიზიკური აქტივობის ეროვნული სტრატეგიის პროექტები წარადგინეს. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია არაგადამდები დაავადებების თავიდან ასაცილებლად ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა და პრევენციული პროგრამები განვითარდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში სიკვდილიანობის 90% არაგადამდები დაავადებებითა და მათი რისკის ფაქტორებით არის გამოწვეული. როგორც სილვიო დომენტემ ჟურნალისტებს განუცხადა, ზიანისგან გამოწვეული ეკონომიკური ზემოქმედება საქართველოზე უზარმაზარია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში