ცვლილება საბაჟო კანონმდებლობაში 

28 ივლისი 2022, 10:53 822 ნახვა

საბაჟო კანონმდებლობაში მორიგი ცვლილება,  საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების მხარდასაჭერად.

ცვლილების თანახმად, საქართველოდან საზღვაო გზით გასატანი, დეკლარირებული საქონლის საბაჟო საწყობიდან ნავსადგურში გადაზიდვის ვადა 12 საათიდან 24 საათამდე გაიზარდა, ამასთან, გადასაზიდი ტვირთის აღრიცხვა ხორციელდება გამარტივებული წესით და არ საჭიროებს დალუქვას საბაჟო საწყობიდან ნავსადგურში ტრანსპორტირების პროცესში.

საკანონმდებლო ცვლილებებმა  გემების შეყოვნება და ტვირთების  ლოგისტიკური ოპერაციებისათვის საჭირო დრო უნდა შეამციროს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში