ხულოს საკრებულოს სხდომა

28 ივლისი 2022, 17:41 1323 ნახვა

ხულოს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა სოფელ ვაშლოვანში  აჭარის განათლების სამინისტროსთვის ტერიტორიის  გადაცემის საკითხზე იმსჯელეს. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე  უწყება  ახალ საჯარო სკოლას და  საერთო საცხოვრებელს ააშენებს. საკითხს მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა.დღესვე საკრებულოს წევრებმა დაბა ხულოს ტერიტორიის განაშენიანების გეგმაზეც იმსჯელეს. ჯამში 4 ძირითადი საკითხი განიხილეს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში