გასული ღამის განმავლობაში უკრაინის ქალაქ ხარკოვზე ავიაიერიშები რამდენჯერმე განხორციელდა

30 ივლისი 2022, 10:19 504 ნახვა

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. გასული ღამის განმავლობაში უკრაინის ქალაქ ხარკოვზე ავიაიერიშები რამდენჯერმე განხორციელდა. ხარკოვზე სარაკეტო დაბომბვა დაახლოებით დილის სამ საათზე მოხდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით თავდასხმის შედეგად ნაწილობრივ განადგურდა სასწავლო დაწესებულების სამსართულიანი შენობა. შენობაში გაჩნდა ხანძარი, რომლის ჩაქრობასაც 100-ზე მეტი მეხანძრე ცდილობდა. ამ დროისათვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, რათა დაისაჯონ დამნაშავეები მათი თანამებრძოლების, ისევე როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების გამო.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში