უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ქალაქ ნიკოლევზე, ხარკოვსა და დნეპროპეტროვსკზე დარტყმები მიიტანეს

30 ივლისი 2022, 13:19 637 ნახვა

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ქალაქ ნიკოლევზე, ხარკოვსა და დნეპროპეტროვსკზე დარტყმები მიიტანეს. როგორც ნიკოლაევის ოლქის ხელმძღვანელი   აცხადებს, ღამით  ნიკოლაევში საცხოვრებელი რაიონები დაიბომბა. წინასწარი ცნობით, დაღუპულია ერთი ადამიანი, კიდევ ექვსი დაიჭრა. 

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  თქმით, გასულ ღამეს რუსეთის ფედერაციამ იერიში მიიტანა ქალაქ ხარკოვის სლობოდსკის და ნოვობოვარსკის რაიონებზე. შედეგად დაინგრა სპორტული დარბაზი და ცენტრალური კორპუსი. გაჩნდა ხანძარი.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, ხარკოვის მიმართულებით რუსეთის არმიამ ეს-300-ის ტიპის სისტემებიდან გაუშვა რაკეტები.

რუსეთის არმიამ ასევე დაბომბა დნეპროპეტროვსკის ოლქიც. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, გამოყენებული იყო „გრადები“. შედეგად დაზიანდა 30-ზე მეტი შენობა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში