დღეიდან აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო

08 აგვისტო 2022, 10:25 2609 ნახვა

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განაცხადით 8 აგვისტოს 10:00 საათიდან 10 აგვისტოს 18:00 საათამდე მიმართონ.

სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად, ვებგვერდზე online.naec.ge

აბიტურიენტს შეუძლია, გაასაჩივროს როგორც ერთი, ისე - რამდენიმე დავალება.

სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში