ბათუმში, ბაგრატიონის #214-ში სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

12 აგვისტო 2022, 11:00 314 ნახვა

ბათუმში, ბაგრატიონის #214-ში სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. რეკრეაციულ სივრცეში დაიგო კაუჩუკის საფარი და დეკორატიული ფილები.  დაიდგა ახალი ატრაქციონებიც

პარალელურად  ინფრასტრუქტურა განახლდება აღმაშენებლისა და აბუსერიძის ქუჩებზე მდებარე სკვერებშიც.  ჯამში სამივე სკვერის მოწყობისთვის 526 ათას 125 ლარი უნდა დაიხარჯოს. 

ინფორმაცია და ვიდეო მასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში