„კუნტიჯვრობა“ - მაღალმთიან აჭარას კიდევ ერთი სახალხო დღესასწაული შეემატა

13 აგვისტო 2022, 20:10 1169 ნახვა

„კუნტიჯვრობა“ - მაღალმთიან აჭარას კიდევ ერთი სახალხო დღესასწაული შეემატა, რომელიც „დიდგორობის“ დღეს, მთა ჩირუხში მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ტურისტული ლაშქრობა კუნტიჯვარზე.

ლაშქრობის შემდეგ მთა ჩირუხში გაიმართა ზეიმი, ლიტერატურული და თეატრალური წარმოდგენები. 

„კუნტიჯვრობის“ დაწესების იდეა ცნობილ ენათმეცნიერს, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძეს ეკუთვნის.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში