ნათელია, რომ ივანიშვილთან ერთად ევროკავშირში ვერასოდეს მოვხვდებით - ნიკა მელია

15 აგვისტო 2022, 12:27 595 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიშს ეხმიანება.

როგორც ნიკა მელიამ სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებაა.

"ორი დღის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის ანგარიში. დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს შანსს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი არსებული ხელისუფლების პირობებში.

ამ დოკუმენტის მიხედვით საქართველომ განიცადა უკუსვლა და რეგრესი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის სფეროში. ანგარიშში ნათქვამია რომ საქართველოში არჩევნები ყალბდება, თავს ესხმიან ჟურნალისტებს, სახალხო დამცველს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ქვეყანაში პოლიტიკური დევნაა და სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია. ეს არის კიდევ ერთი განაცხადი, რომ ივანიშვილის რუსული მმართველობა არის დაბრკოლება ევროკავშირის გზაზე“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში