მთავრობის გადაწყვეტილება

16 აგვისტო 2022, 12:12 573 ნახვა

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, 244 დასახლებულ პუნქტში ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით, გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის შესაბამისი ჯამური ღირებულება იზრდება.

დამტკიცდა გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც მთავრობა  უზრუნველყოფს  შესაბამისი რესურსის მოძიებას და 2022-2024 წლებისთვის შესაბამისი ასიგნებების გათვალისწინებას.

გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების დაფინანსება განხორციელდება 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებიდან.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში