ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის ახალი სეზონი 18 ოქტომბერს დაიწყება

18 აგვისტო 2022, 14:11 692 ნახვა

ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის კალენდარი ცნობილია. NBA-ს ახალი სეზონი 18 ოქტომბერს დაიწყება.

გახსნით შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი გოლდენ სტეიტი ლოს ანჯელეს ლეიკერსს უმასპინძლებს.

საინტერესოა, რომ მომავალი სეზონის ორი მატჩი აშშ-ის საზღვრებს გარეთ გაიმართება.

მაიამი ჰიტი 17 დეკემბერს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში სან ანტონიოს შეხვდება, ხოლო ჩიკაგო ბულსი კი 19 იანვარს პარიზში დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ ითამაშებს.

რეგულარული სეზონი 9 აპრილამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ რომ ყველაზე პრესტიჟულ საკალათბურთო ლიგაში ორი ქართველი სანდრო მამუკელაშვილი (მილოუკი) და გოგა ბითაძე (ინდიანა)  თამაშობს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში