ახალი საავტომობილო ხიდი საქართველო-სომხეთის საზღვართან  

19 აგვისტო 2022, 15:07 842 ნახვა

მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ, სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობასა და მეგობრობას განასახიერებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც მონაწილეობდა ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე აშენებული თანამედროვე სტანდარტებისა და პარამეტრების, 160 მეტრის სიგრძის ოთხზოლიანი ხიდი რეგიონში უნიკალური პროექტია.

ხიდის მშენებლობისათვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ორივე ქვეყანას, ჯამში 7 მილიონ 400 ათას ევრომდე გამოუყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში