უფასო თავშესაფრები თაგინურის მთაზე

29 აგვისტო 2022, 11:27 2388 ნახვა

შუახევში, თაგინურის მთაზე ახალი ტურისტული ობიექტი გაიხსნა, ეს არის უფასო თავშესაფრები, სადაც მოგზაურებს დასვენების საშუალება ექნებათ. ოთხი თავშესაფრის მოწყობისთვის ტურიზმის დეპარტამენტმა 150 ათას ლარამდე დახარჯა.

გიდების ინფორმაციით, ეს მთა რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს, რის გამოც ტურისტებისთვის საინტერესო მარშრუტია. ახალი ობიექტის პრეზენტაცია ფოლკლორულ ფესტივალ „ჯვარიმინდორობას“ დაამთხვიეს.

ფესტივალი ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლების კონცერტით, ოფროუდითა და სპორტული შეჯიბრით აღინიშნა. დააჯილდოვეს საპატიო ჭვანელები.

ჯვარიმინდორობა„ წელს მეათედ აღინიშნა და ფესტივალი  შემოსევებისგან ჯვრებისა და ხატების დასაცავად მათ გურიაში გადატანის ისტორიას უკავშირდება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში