საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის შეხვდა

06 სექტემბერი 2022, 19:10 1932 ნახვა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის პირისპირ შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ საბჭოს მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის გადასაჭრელად სამოქმედო გეგმა მალევე წარმოადგინა. სამუშაო პროცესი უზრუნველყოფს პარლამენტის, მთავრობის, ოპოზიციური პარტიებისა და ასევე სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირთან აღებული ვალდებულების შესრულების შედეგად, ქვეყანა წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ასოცირების ახალი დღის წესრიგი 2021-2027 წლებში იქნება საქართველოს ამბიციური რეფორმის სამოქმედო გეგმის ძირითადი საფუძველი. საუბარი შეეხო ევროკავშირთან ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელობას, ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ოლივერ ვარჰეის მადლობა გადაუხადა საქართველოს ამბიციური გეგმების შესრულებაში შეტანილი პირადი წვლილისა და მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს, რა დროსაც პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი