შეჩერდეს რუსეთის მოქალაქეებზე ბინადრობის გაცემა-მიმართვა იუსტიციის სამინისტროს

08 სექტემბერი 2022, 14:59 598 ნახვა

ადვოკატები რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობისა და  მოქალაქეობის გაცემის შეჩერებას ითხოვენ. მათ იუსტიციის სამინისტროში განცხადება შეიტანეს. უფლებადამცველები იუსტიციის მინისტრს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 1 კვირიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. მათი განმარტებით, მანამ,  სანამ  რუსეთი უკრაინაში სამხედრო აგრესიას ახორციელებს, მსგავსი ტიპის ნებართვების გაცემა საქართველოსთვის საფრთხის შემცველია. ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის მონაცემებით,  25 თებერვლიდან 30 ივნისამდე საქართველოში შემოსული პირებიდან, ივლისის ბოლოს ქვეყანა დატოვებული არ ჰქონდა რუსეთის 42 577 მოქალაქეს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში