ევრობასკეტის ფინალში საფრანგეთი და ესპანეთი ითამაშებს

17 სექტემბერი 2022, 09:37 786 ნახვა

ევრობასკეტის ფინალში საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები ითამაშებენ.
პირველ ნახევარფინალში ფრანგებმა პოლონეთის ნაკრები მარტივად 41 ქულიანი სხვაობით 95:54 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

მეორე საგზურისთვის ბრძოლა უფრო დაძაბული და საინტერესო გამოვიდა.
ესპანეთმა მასპინძელ გერმანიას 96-91 მოუგო.

ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი უკვე დასასრულს უახლოვდება.
18 სექტემბერს ოქროს მედლებისთვის ესპანეთი და საფრანგეთი იბრძოლებენ.

მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. მანამდე 19:15 საათზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში  გერმანია და პოლონეთი ითამაშებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში