თავდაცვის სამინისტროში ვერბალური ხასიათის სექსუალური შევიწროების ფაქტი დადგინდა

22 სექტემბერი 2022, 20:03 148 ნახვა

გენერალურმა ინსპექციამ ვერბალური ხასიათის სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა. შემოწმება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის საჩივრის საფუძველზე დაიწყო.

განცხადების თანახმად, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემდეგ მომზადდა შესაბამისი დასკვნა, რის საფუძველზეც ასევე ხელშეკრულებით დასაქმებული, შევიწროებაში დადანაშაულებული სამსახურიდან გათავისუფლდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში