აჭარის რეგიონს 65 ახალი ავტობუსი დაემატება

29 სექტემბერი 2022, 13:24 513 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ავტობუსების პარკი სრულად განახლდება, რეგიონს 65 ახალი ავტობუსი დაემატება.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ახალი ავტობუსების ძირითადი ნაწილი ბათუმის მუნიციპალიტეტს მოემსახურება.

"ახალი ავტობუსების შესყიდვის მიმართულებითაც გვაქვს სიახლე, უკვე შესაბამისი შესყიდვის პროცედურები დასრულდა და ბათუმის ავტობუსების პარკი სრულად განახლდება, 65 ახალი ავტობუსი დაემატება რეგიონს. ძირითადი ნაწილი მოემსახურება ბათუმის მუნიციპალიტეტს და ასევე შეემატება ავტობუსები ქობულეთის მუნიციპალიტეტსაც", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში