„ხალხის ძალა“ კვლავ კელი დეგნანის წინააღმდეგ

01 ოქტომბერი 2022, 11:54 215 ნახვა

საქართველოს პარლამენტის წევრებმა, სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, გურამ მაჭარაშვილმა  და მიხეილ ყაველაშვილმა  განცხადება გაავრცელეს. ისინი ელჩზე კელი დეგნანზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ელჩმა მკაფიო პასუხს აარიდა თავი და ჟურნალისტებს ძალზე ბუნდოვნად უპასუხა, კერძოდ, როდესაც ელჩი ამბობს, რომ რადიკალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია უზუსტობებს შეიცავს და ის ამ ინფორმაციას სრულად არ უარყოფს, რჩება ობიექტური განცდა, რომ გავრცელებულ ინფორმაციაში სიმართლეს საკმაოდ დიდი ადგილი უკავია.

ოთხეული ამბობს, რომ  ელჩს  რომ ეთქვა, ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსთვის ამერიკული შეიარაღების შესყიდვა არ შეუთავაზებია, ყველაფერი ნათელი იქნებოდა.

საზოგადოება დარწმუნდებოდა, რომ ელჩი საჯაროდ უარყოფს რადიკალური ოპოზიციის ბრალდებას საქართველოში მეორე ფრონტის შექმნის სურვილის შესახებ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში