კუნძულ მალიორკაზე ბათუმმა შესაძლოა ტურიზმის "ოსკარი" მოიპოვოს

01 ოქტომბერი 2022, 14:29 494 ნახვა

დღეს, მალიორკა World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიას მასპინძლობს, სადაც ბათუმი ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდოზეა წარდგენილი. დღესვე ბათუმს, ასევე ოფიციალურად დაასახელებენ, როგორც 2023 წლის „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ღონისძიების მასპინძელ ქალაქს.

მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმის 10 კონკურენტს შორისაა მატერა (იტალია), მლჯეტი (ხორვატია), დერი (ჩრდილოეთ ირლანდია), კუტნა ჰორა (ჩეხეთი) და სოფია (ბულგარეთი).  

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე მთავრობის დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი