ბათუმელი კარატისტების წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე

01 ოქტომბერი 2022, 20:02 778 ნახვა

პოლონეთის ქალაქ კიელცეში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა.

ვიცე-ჩემპიონი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი მიხეილ წიკლაური გახდა, ბრინჯაოს მედალი კი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა, ბათუმელმა დავით მსხალაძემ მოიპოვა.

ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატზე აჭარიდან ერთდროულად სამი სპორტსმენი მონაწილეობდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში