უკრაინის წარმატებული შემოდგომა

02 ოქტომბერი 2022, 10:24 409 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ  ქალაქ ლიმანში ბრძოლები გრძელდება და რომ, რუსეთის  ჯარები ალყაშია მოქცეული.  შაბათს რუსულმა მხარემ   განაცხადა, რომ მისმა ჯარმა ბრძოლის ველზე დამარცხების შემდეგ  ოკუპირებულ აღმოსავლეთ უკრაინაში ლიმანის საკვანძო ბასტიონი  მიატოვა.

ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში უკრაინის დროშა ფრიალებდა, "ბრძოლა იქ ისევ გრძელდება". 

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ტვიტერზე დაწერა, რომ ლიმანში მყოფი რუსი სამხედროებიდან "თითქმის ყველა" ან ტყვედ ჩავარდა ან ლიკვიდირებულია.

ზელენსკი ირწმუნება, რომ უახლოეს დღეებში უკრაინული ძალები უფრო მეტ ქალაქს გაათავისუფლებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში