ზურიკო დავითაშვილმა საგოლე გადაცემა გააკეთა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა

04 ოქტომბერი 2022, 10:05 976 ნახვა

ზურიკო დავითაშვილმა "ბორდოს" შემადგენლობაში მეორე თამაში ჩაატარა და საგოლე გადაცემა გააკეთა. საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-10 ტურის შეხვედრაში "ბორდო" გასვლაზე "ლავალს" ესტუმრა და 1-2 მოუგო.

69-ე წუთისთვის ანგარიში 1-1 იყო, რა დროსაც ზურიკო მეტოქის საჯაროში დრიბლინგით შევიდა და მარტოს მყოფ თანაგუნდელს ქუსლით საგოლე გადაცემა გაიკეთა და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

"ბორდომ" 10 ტურის შემდეგ 20 ქულა დააგროვა და ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის ლიდერი გახდა. მომდევნო შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილის გუნდი საკუთარ მოედანზე გიორგი მიქაუტაძის "მეცს" მიიღებს. მატჩი 8 ოქტომბერს გაიმართება.

ზურიკოს ანგარიშზე 2 შეხვდა 1 გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში