რუსეთის ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს - უკრაინული მედია

04 ოქტომბერი 2022, 10:19 379 ნახვა

რუსეთის ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. დაიღუპა ერთი ადამიანი - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაიბომბა სამრეწველო და ინფრასტრუქტურის ობიექტები.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღამით „გრადებიდან“ დაიბომბა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლიც. დაშავებულია ოთხი ადამიანი. მედიის ცნობით, დაზიანებულია 30-ზე მეტი მრავალსართულიანი და კერძო სახლი, ასევე სკოლა და ადმინისტრაციული შენობები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში