რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული აზოველები ოჯახის წევრებს შეხვდნენ

04 ოქტომბერი 2022, 11:07 530 ნახვა

თურქეთში რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ მარიუპოლის აზოვსტალის დამცველები ოჯახის წევრებს შეხვდნენ. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ხუთ უკრაინელ სამხედროს შეხვდა, ნათქვამია პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გათავისუფლებულ ჯარისკაცებს შორის არიან ლეიტენანტი პოლკოვნიკი დენის პროკოპენკო, აზოვის ბატალიონის მეთაური და მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი. ასევე  36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაური, სერჰი ვოლინსკი, უფროსი ოფიცერი ოლეგ ხომენკო და მეთაური დენის შლეგა.

უკრაინის პრეზიდენტი გათავისუფლებულ ჯარისკაცებს ტელეფონით გაესაუბრა. "ჩვენ ყველანი ვამაყობთ თქვენით და ძალიან მიხარია, რომ თქვენ ისევ ოჯახებთან ერთად ხართ. თქვენ ცოცხალი გმირები ხართ. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია." - აღნიშნა ზელენსკიმ სატელეფონო საუბრისას.

21 სექტემბერს რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. ეს ყველაზე დიდი ტყვეთა გაცვლა იყო ომის დაწყების შემდეგ. უკრაინულ მხარეს 300-მდე ტყვე გადასცეს, მათ შორის 10 უცხოელი იყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში