თეთრი სახლი პუტინის ბირთვულ მუქარას ეხმაურება

05 ოქტომბერი 2022, 10:50 496 ნახვა

ამერიკის  შეერთებულ შტატებს არ აქვს რაიმე ინფორმაცია იმისა, რომ რუსეთი ემზადება უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად.

განცხადება  თეთრი სახლის პრესსპიკერმა  კარინ ჟან-პიერმა გააკეთა  მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ  რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვრებთან  "ბირთვული მატარებლის " გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

უკრაინაში შვიდთვიანი ომის შემდეგ რუსეთის ლიდერი ეგრეთწოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის მასშტაბების გაზრდას ქვეყანაში ნაწილობრივი  სამხედრო მობილიზაციითა და ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარებით  ცდილობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში