მივესალმები საქართველოს გადაწყვეტილებას, კარი გაუღოს რუსეთის კორუფციული სისტემის ლტოლვილებს-ენდრიუ ვებერი

06 ოქტომბერი 2022, 13:34 756 ნახვა

მივესალმები საქართველოს გადაწყვეტილებას, კარი გაუღოს კორუფციული სისტემის ამ ლტოლვილებს. მათ არ მოუწევთ ბრძოლა უკრაინელი ძმების წინააღმდეგ ამ საშინელ ომში -  ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ენდრიუ ვებერმა განაცხადა, რომელიც საქართველოში ბიოუსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას ესწრება.

„რუსული ტყუილები მოდის მაღალი ეშელონებიდან, პუტინის გიჟური გამოსვლა გასულ კვირას. ამ ბრალდებებში არაფერია ახალი. ეს ტყუილებია. პუტინმა საკუთარ გამოსვლაში ახსენა დიდი ნაცისტი პროპაგნდისტი იოზეფ გებელსი, პუტინსაც ჰყავს საკუთარი გებელსები, რომლებიც პროპაგანდას ავრცელებენ და პასუხი უნდა იყოს ზუსტად ისეთი, რასაც საქართველო აკეთებს, იყოს ამაყი იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ, გავაძლიეროთ ჯანდაცვა და დავიცვათ მოსახლეობა საფრთხეებისგან. მხოლოდ ორი ქვეყანა არსებობს, რომელსაც ვიცით, რომ ბიოლოგიური იარაღი აქვს. ეს არის რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა. სხვებზე ეჭვი არსებობს, მაგრამ ეს ორი დაზუსტებით ვიცით და ირონიულია, რომ კრილოვი თავის კომენტარებში ამბობს ტყუილებს უკრაინის, საქართველოს, ყაზახეთის, ამერიკის წინააღმდეგ“, – განაცხადა ვებერმა.

მისივე თქმით, ახლა საქართველო ძლიერ სტრატეგიულ პოზიციებზეა.

„როდესაც ჩვენ ვუყურებთ რუსეთის არმიის საშინელ ქმედებებს, უკრაინაში. რუსეთის არმიის სისუსტემ ბევრი ადამიანი გააოცა და ვფიქრობ, ეს საქართველოს უფრო ძლიერ პოზიციაზე აყენებს. ჩვენ ვნახეთ ასობით ათასი რუსი კაცი, რომელიც ცდილობს, თავი აარიდოს ამ საშინელ ომს. ისინი ჩამოდიან საქართველოში, ყაზახეთში. მე მივესალმები საქართველოს გადაწყვეტილებას, კარი გაუღოს კორუფციული სისტემის ამ ლტოლვილებს. მათ არ მოუწევთ ბრძოლა უკრაინელი ძმების წინააღმდეგ ამ საშინელ ომში“, – აღნიშნა ვებერმა.

მისივე თქმით, უმაღლესი პრიორიტეტია ბიოლოგიური საფრთხის პრევენცია.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში