მოუთმენლად ველოდები, გავაჟღერო გზავნილი იმ უმნიშვნელოვანესი სამუშაოს მიმართ, რასაც ელჩი დეგნანი ახორციელებს, მასზე თავდასხმები უაღრესად შემაშფოთებელი იყო - ბონი ჯენკინსი 

06 ოქტომბერი 2022, 14:00 441 ნახვა

ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები, რაც ელჩ დეგნანსა და საელჩოზე ვიხილეთ, - ამის შესახებ შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ბონი ჯენკინსმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბონი ჯენკინსის განცხადებით, აშშ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მხარს უჭერს.

„ვიზიტის განმავლობაში შევხვდები ქართველ ლიდერებს, რომ განვიხილოთ თანამშრომლობისა და სტრატეგიული ინტერესების სხვადასხვა სფერო და მიმართულება, როგორიც არის საზღვრის უსაფრთხოება, საბაჟო, თავდაცვა. შეხვედრების განმავლობაში მოუთმენლად ველოდები, რომ ვაშინგტონიდან ​ გავაჟღერო გზავნილი ძლიერი მხარდაჭერისა იმ უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი სამუშაოს მიმართ, რასაც ელჩი დეგნანი და მისი საელჩოს გუნდი ახორციელებს საქართველოში, რომ მხარი დაუჭიროს და წინ წასწიოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, საქართველოს მთავრობის მიმართ იმ მზაობისთვის, რაც მათ აქვთ ჩვენთან თანამშრომლობისთვის ამ საკითხების გადასაჭრელად. თუმცა, ეს ძალისხმევა არ ყოფილა ადვილი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანზე და საელჩოზე, რაც ვიხილეთ. მოდით, ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, ეს არის ნაწილი დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისკენ, დამალვისკენ ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ, კრიზისისა, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა“, – აღნიშნა ჯენკინსმა.

ბონი ჯენკინსის განცხადებით, აშშ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მხარს უჭერს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში